გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 13 მაისი 2025, 18:33
ძალიან კარგია, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისთვის მიწერილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებს, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან განწყობების, პათოსის და გზავნილების თანხვედრის მიუხედავად, რატომ დუმს ამ დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით და რატომ არის კვლავ ძალაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები.


"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მათ მიერ გახმოვანებული და ჩვენ მიერ გაცილებით ადრე გახმოვანებული მესიჯები, ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ განვმარტავთ. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვთ დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული და ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე, მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, ვისაც კი ეს ხმა მისწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად - მეტიც, საქართველო ასეთ პოზიციებს, რომელსაც დღეს აშშ ახმოვანებს, თვეებით და წლებით ადრეც კი ახმოვანებდა - ამის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი