55
14 მაისი 2025, 14:54

საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს,- ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება), - ნათქვამია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |