ალენ ბერსე საქართველოზე - გვსურს, განვაახლოთ დიალოგი - მტკიცედ მჯერა, მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება, რომ დავინახოთ, რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა - ახლა საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 14 მაისი 2025, 20:35

მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვას, ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და საქართველოსთან თანამშრომლობაზე. როგორც ბერსემ აღნიშნა, ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, იყო ცუდი.

ამასთან, მისი თქმით, სურს საქართველოსთან დიალოგის განახლება იმისთვის, რათა „ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის“.

“დეკემბერში ვიყავი საქართველოში, რათა წარმოდგენა შემექმნა ვითარებაზე. ვესაუბრე ყველა მხარესა და კონტაქტს საქართველოში. ზუსტად ისაა, რაც აქამდე ითქვა - 18 თვის წინ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს. 18 თვის შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მოვლენა, რაც ბოლო თვეებში ვიხილეთ, ცუდი იყო, კარგი მიმართულებით არ იყო.

სწორედ ამიტომ, დეკემბერში ვცადე კონკრეტულად საქართველოსთან ერთად მუშაობა ღირებულებებისთვის, საჭირო რეფორმებისთვის, ვინაიდან, გვყავს თბილისში მომუშავე გუნდი, გვაქვს სამოქმედო გეგმა საქართველოსთან, რომლებიც სწორედ ამისთვის მუშაობენ - რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ.

კიდევ ერთი წარმატება იყო სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა, რომელიც სხვადასხვა კანონებსა და შესწორებებზე იმუშავებდა, და გვსურს, რომ განვაახლოთ დიალოგი, ერთად ვიმუშაოთ, სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს, რათა ყველაფერზე ვილაპარაკოთ იმის ცოდნით, რომ ეს სწორი მიმართულებით არ მიდის.

მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმ მხრივ, რომ დავინახოთ რა მიმართულებით არის შესაძლებელი მუშაობა და სიარული. საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. გვჭირდება ერთად მუშაობა. გვინდა, რომ განვითარება სწორი მიმართულებით იყოს, გვინდა მეტი საუბარი ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმით, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ ახლა საკმაოდ მომთხოვნი და საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა”, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი