ტრამპი საუდის არაბეთს: ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 14 მაისი 2025, 20:43

მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაითვალისწინოს, რომ ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა დასავლური ინტერვენციების ხმაურის ან ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„მნიშვნელოვანია მთელმა მსოფლიომ გაითვალისწინოს, რომ ეს დიდი გარდაქმნა არ მომხდარა დასავლური ინტერვენციების ხმაურის ან ლამაზი თვითმფრინავებით ჩამოყვანილი ადამიანების მიერ, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ, როგორ იცხოვროთ და როგორ მართოთ საკუთარი საქმეები. არა, ერ-რიადისა და აბუ-დაბის ბრწყინვალე საოცრებები სულაც არ შეუქმნიათ ე.წ. ერის მშენებლებს, ნეოკონებს ან ლიბერალურ არაკომერციულ ორგანიზაციებს, ისეთებს, რომლებმაც ტრილიონობით დოლარი დახარჯეს და ვერაფერი განავითარეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის დაბადება თავად ამ რეგიონის ხალხმა მოიტანა.

„სწორედ იმ ხალხმა, ვინც აქ არის, ვინც მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, საკუთარი სუვერენული ქვეყნების განვითარებით, საკუთარი უნიკალური ხედვების განხორციელებით და საკუთარი ბედის თავად განსაზღვრით. მართლაც წარმოუდგენელია, რაც თქვენ გააკეთეთ“, - განაცხადა მან.

„საბოლოო ჯამში, ე.წ. ერის მშენებლებმა უფრო მეტი ერი დაანგრიეს, ვიდრე ააშენეს, ხოლო ინტერვენციონისტები ერეოდნენ რთულ საზოგადოებებში, რომლებიც თვითონაც კი არ ესმოდათ. ისინი გეუბნებოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა თავად წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორ უნდა გაეკეთებინათ. მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი საბოლოოდ მოვიდა არა თქვენი მემკვიდრეობის რადიკალური უარყოფიდან, არამედ თქვენი ეროვნული ტრადიციების მიღებიდან და იმავე მემკვიდრეობის სიყვარულიდან, რომელიც ასე ძვირფასია თქვენთვის. და ეს მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ. თქვენ თანამედროვე სასწაული მოახდინეთ არაბული გზით, და ეს კარგი გზაა“, - დასძინა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი