ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 15 მაისი 2025, 00:49

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს ობიექტებზე, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებია განთავსებული.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისსა და ერთ-ერთ რეგიონში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით“, – აცხადებენ უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
არქივი