ირაკლი კობახიძე: სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება, ამ ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 15 მაისი 2025, 00:53

ყველამ გაიგო, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ მოქმედებს სამართლის უზენაესობა, არღვევ კანონს, მიიღებ რეაქციას, ეს არის და ეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო.

„სამართლის უზენაესობის გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება. ჩვენ გვქონდა გამოწვევები ამ კუთხით გასული წლების განმავლობაში, გვიჭირდა, ზოგიერთ შემთხვევაში, კანონის სრულფასოვნად ამოქმედება, დღეს არის სხვა მდგომარეობა. დღეს დაუშვებელია ყოველგვარი კომპრომისი სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა მოქმედებდეს ბოლომდე იმისათვის, რომ იყოს დაცული სახელმწიფოს, ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში
მაკა ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა
არქივი