ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 15 მაისი 2025, 15:44

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო წლებში ქვეყნის სატრანზიტო, ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით 8 პროცენტს ვხარჯავთ ისეთ კაპიტალურ პროექტებზე, როგორიცაა საგზაო და ციფრული დაკავშირებადობა, ქალაქად და სოფლად აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფა - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის EBRD-ის მხარდაჭერით.

საქართველოს ეკონომიკამ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გამძლეობა - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5 პროცენტს გადააჭარბა. ქვეყანა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების პორტფელით გამოირჩევა, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენით, რომელიც განახლებადი ენერგიის გადაცემასა და ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ევროპასა და საქართველოს (შესაბამისად, სამხრეთ კავკასიას) შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობის გაძლიერება, წარმოადგენს გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიულ ხედვას, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისათვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე მდგრადი ეკონიმიკური ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - არ შეიძლება, რომ აიათოლა ალი ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს
საქართველოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრები ღიაა და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ირანის ტერიტორიის დატოვება
პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ბათუმში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია
თამარ არღვლიანი: პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, შპიონაჟი დასწამეს. სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო. ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც
არქივი