
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კრიზისის დასარაგულირებლად ევროპის როლზე ისაუბრა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანტალიაში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევროპელ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების შესახებ, შეაჩეროს უაზრო სისხლისღვრა უკრაინაში“.
განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ნატო-ს ტვირთის განაწილებისა და ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე.
მდივანმა რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იყვნენ განზე გაწეული ევროპის გადაიარაღების მცდელობებისას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |