ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 16 მაისი 2025, 13:44

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი და ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი. ამაღლობელის სასამართლო პროცესს ასევე ესწრება ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი

პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა დაშვება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს უკავშირდება. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა საჭიროდ არ მიიჩნია იმ ვიდეომტკიცებულებების გადახედვა, რომელიც დართულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ეს ვიდეოები გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ და მათი საქმეში არსებობა ალოგიკურია. მოსამართლე კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე მათზე მსჯელობა არ არის მიზანშეწონილი.

დღესვე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა შემთხვევის შემდეგ როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანება, მზია ამაღლობელს კი მარცხენა მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. რაც შეეხება ტკივილს სილის გაწვნის შემდეგ ექსპერტი ამბობს, რომ ტკივილი სუბიექტური შეგრძნებაა და არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კვლების ობიექტი.

სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი