ბოლო სამ წელიწადში პირველად, რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მოლაპარაკებები დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 16 მაისი 2025, 15:21

ბოლო სამ წელიწადში პირველად, რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მოლაპარაკებები დაიწყო.

შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ფიდანმა უკრაინაში დარეგულირების ამჟამინდელ ეტაპს კრიტიკული უწოდა.

„დღეს ორი გზაა. ერთ-ერთ მათგანს მივყავართ მშვიდობამდე, ხოლო დანარჩენები უფრო მეტ ნგრევას და მეტი სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს. ორივე მხარე დამოუკიდებლად გადაწყვეტს, საკუთარი ნებით აირჩევს, რომელი გზით წავიდეს. ომის დაწყებიდან ჩვენ დიდ ძალისხმევას ვაკეთებთ იმაზე, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. ჩვენმა პრეზიდენტმა დიდი ძალისხმევა გაიღო, რომ ორივე მხარე გაერთიანდეს. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოლაპარაკებების დასაწყებად. ასევე, მოხარული ვართ, მივესალმოთ როგორც უკრაინულ, ასევე რუსეთის დელეგაციას. ორივე მხარის მასპინძლობა აჩვენებს ჩვენს დიდ ნებას ომის დასასრულებლად. ეს შეხვედრა არის პირველი პირდაპირი შეხვედრა. იმისათვის, რომ წავიდეთ მშვიდობის გზაზე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ყოველდღე უფრო მეტი სიცოცხლე იკარგება. მიუხედავად იმისა, რომ ომი სიცოცხლეს იწირავს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავასრულოთ ომი. მინდა, აღვნიშნო გარკვეული წერტილი, შემდეგი ეტაპი განისაზღვრება იმ არჩევანით, რომელსაც ჩვენ ავიღებთ და ვაპირებთ, მთლიანად განვსაზღვროთ. მნიშვნელოვანია, ეს იყოს შეხვედრა, რომელიც მოამზადებს შეხვედრას ლიდერებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია მშვიდობის მიღწევა კონსტრუქციული შეხვედრებით. ჩვენი, როგორც თურქეთის ძალისხმევით, ვაპირებთ თქვენს მხარდაჭერას, რათა მიაღწიოთ მშვიდობას და მზად ვართ, ნებისმიერი გზით შევიტანოთ წვლილი, თუ ეს ნიშნავს, რომ ის ომს დაასრულებს“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
რომის პაპი - სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში
არქივი