შალვა პაპუაშვილი - ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე გერმანიის ელჩის თავდასხმები ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 16 მაისი 2025, 16:31

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს.

„კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება.

ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა: „ვფიქრობ, თუ გსურთ, შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა, მასზე ცუდად ილაპარაკოთ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე გახარიაზე: ამ კაცს ორი ადამიანი სამართავად არ უნდა ანდო. ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, თუმცა ამაზე საბოლოო დასკვნა და პასუხი სასამართლომ უნდა გაგვცეს
თეთრი სახლის მაღალჩინოსანი CNN-ს: ირანის საპასუხო დარტყმებს ველოდით - პრეზიდენტს არ სურს რეგიონში სამხედრო ჩართულობის გაზრდა
მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმეს ხელი წაუცდება, სახელმწიფო ამის მიმართ შეურიგებელი იქნება - ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს! ეს არ არის ჩვენი მიდგომა
მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლის შედეგადაც სახელმწიფო შეძლებს ზიანის მიმყენებლიდან შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ამოიღოს თანხა
Reuters – ირანმა კატარსა და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა
არქივი