ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 16 მაისი 2025, 19:09

ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებზე მიუღებელია.

ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „რუსეთის პოზიცია აშკარად მიუღებელია და ეს პირველი შემთხვევა არ არის“.

მანამდე სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სატელეფონო საუბარი გამართეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რეალური მშვიდობისთვის უსწრაფესი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია შეინარჩუნოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
ბიძინა ივანიშვილი - ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ვლადიმერ პუტინი - ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს
არქივი