ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 16 მაისი 2025, 19:49
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტრ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ალბანეთში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არსებითად შეიცვლებოდა ურთიერთოებები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური, ღირებულებითი თანხვედრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი: პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი - არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებით დაბრუნდნენ
ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში მანამ დარჩება, სანამ საფრთხე არ აღმოიფხვრება
ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება შემცირდება
ტრამპი სამხედრო აღლუმზე შესაძლო პროტესტზე: ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ
არქივი