38
17 მაისი 2025, 00:00

სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები და „ასევე სხვა არაკონსტრუქციული და უსაფუძვლო პირობები“.
ამასთან, წყაროს ცნობით, „რუსეთის მოთხოვნები მოწყვეტილია რეალობას და ძალიან ცდება ყველაფერს, რაც მანამდე იყო განხილული“.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების დროს, რუსეთის ფედერაციამ წამოაყენა ისეთი მოთხოვნები, რომელსაც უკრაინული მხარე მიუღებლად მიიჩნევს. თუმცა გიორგი ტიხის არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |