კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 17 მაისი 2025, 00:30

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია. ამის შესახებ სტარმერმა ალბანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

სტარმერის თქმით, ისინი ესაუბრნენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ტირანაში მათთვის სტამბოლის შეხვედრის დეტალების გასაცნობად ჩავიდა.

„რუსეთის პოზიცია, ცხადია, მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და პრეზიდენტ ტრამპთან განხილვის შედეგად ჩვენ მჭიდროდ ვათანხმებთ და კოორდინაციაში მოგვყავს ჩვენი პასუხი და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა სტარმერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ - რაისა ლიპარტელიანი
„ხალხის ძალა“ - საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
არქივი