შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 17 მაისი 2025, 20:57

ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს  ბრიუსელს სიძულვილსა და ძალადობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს, მაგდა მამუკაშვილს, თათია აფრიამაშვილსა და  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მარიამ ლაშხს შორის ინციდენტია ასახული.

„რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვლთან და ძალადობასთან“, – წერს პაპუაშვილი.

ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთ კაფეში, სადაც მარიამ ლაშხი შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ „ძირს რუსეთის მონები!“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი