მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 17 მაისი 2025, 22:39

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რომში განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.

„ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება ამ მოვლენის მონაწილე. ჩვენ დავესწრებით ამ დიდ ცერემონიას, რომელიც ვატიკანში გაიმართება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში იმყოფება, სადაც 18 მაისს, მეუღლესთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
სალომე ზურაბიშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა
მზია ამაღლობელი მოსამართლეს - მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ
ქრისტინე ქარდავა: რომან შამათავა თვალებში მიყურებდა უტიფრად და მეუბნებოდა, მე მამაშენი არ მომიკლავსო, დგას დედამისი და იძახის, რომ გმირი შვილი გაზარდა, რომელიც ქართველებს კლავდა
დიმიტრი ხუნდაძე: ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება „დიფ სთეითის“ აქტივისტად - ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ „დიფ სთეითის“ დავალებებს
არქივი