პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 18 მაისი 2025, 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული თ.ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, - წერია შსს-ს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: 2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება
აიათოლა ალი ხამენეი: ისრაელი უნდა დაისაჯოს და ისჯება კიდეც
დავით ბაქრაძე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის წინააღმდეგ ლობირებდნენ
„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ - რაისა ლიპარტელიანი
არქივი