ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 18 მაისი 2025, 13:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ – ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აიათოლა ალი ხამენეი - ჩვენ არავის აგრესიას არ დავემორჩილებით, ეს არის ირანელი ერის ლოგიკა
საკანონმდებლო ცვლილებებით, მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის
საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო - რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი
მამუკა მდინარაძე გახარიაზე: ამ კაცს ორი ადამიანი სამართავად არ უნდა ანდო. ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რომ მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი, თუმცა ამაზე საბოლოო დასკვნა და პასუხი სასამართლომ უნდა გაგვცეს
თეთრი სახლის მაღალჩინოსანი CNN-ს: ირანის საპასუხო დარტყმებს ველოდით - პრეზიდენტს არ სურს რეგიონში სამხედრო ჩართულობის გაზრდა
არქივი