ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 18 მაისი 2025, 14:19

სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის განცხადებიით, რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რათა სპეციალური სამხედრო ოპერაცია მისთვის საჭირო შედეგით დაასრულოს.

„ეს შედეგი არის იმ მიზეზების აღმოფხვრა, რომლებმაც გამოიწვია ეს კრიზისი, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულ ენას მშობლიურად მიიჩნევენ და რუსეთს თავიანთ სამშობლოდ თვლიან“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი პატივს სცემს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და იმედოვნებს, რომ რუსეთის ინტერესებსაც იგივენაირად პატივს სცემენ.

„ამერიკელებს, ამერიკელ ხალხს და ამერიკულ ხელმძღვანელობას, პრეზიდენტის ჩათვლით, აქვთ თავიანთი ეროვნული ინტერესები, და ჩვენ პატივს ვცემთ ამას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,რომ ჩვენც ასე მოგვექცევიან“, – განაცხადა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი