ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 18 მაისი 2025, 14:20

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა.

ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა.

ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა ოპერაცია „ობობას ქსელის“ საპასუხო დარტყმები დაიწყო
თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება
ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ
რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა
მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
არქივი