რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილებს მიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 18 მაისი 2025, 15:34

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიაზე შეკრებილ მომლოცველებს მიმართა.

პონტიფიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია უნდა დარჩეს თავისი ტრადიციების ერთგული და რომ მასში არ არის რელიგიური პროპაგანდის ადგილი, ისევე როგორც გავლენისთვის თამაშების.

მან გააკრიტიკა მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც, მისი თქმით, ექსპლუატაციას უწევს პლანეტის რესურსებს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას ეწევა.

„ჩვენ ღმერთს მივანდეთ მემკვიდრის არჩევა, რომის ეპისკოპოსის, მწყემსის, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს ქრისტიანული სარწმუნოების მდიდარი მემკვიდრეობა და ამავდროულად იხედებოდეს მომავალში, რათა დღევანდელი დღის გამოწვევებს გაუმკლავდეს. ყოველგვარი დამსახურების გარეშე ამირჩიეს და ახლა შიშითა და ძრწოლვით მოვედი თქვენთან, როგორც ძმა, რომელსაც სურს, გემსახუროთ თქვენ რწმენასა და სიხარულში. რომის ეკლესია ხელმძღვანელობს გულმოწყალებით და მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტი ქრისტეს გულმოწყალებაა. ის არასდროს ცდილობს სხვების ძალისმიერი გზით გადაბირებას, რელიგიური პროპაგანდით ან სხვა ძალისმიერი საშუალებებით. ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხია, როგორც ამას იესო აკეთებდა. თუკი კლდე ქრისტეა, პეტრემ უნდა მწყემსოს სამწყსო, ისე რომ არასდროს დაემორჩილოს ავტოკრატობისა და მასზე მინდობილებზე ბატონობის ცდუნებას. პირიქით, ის მოწოდებულია, ემსახუროს თავისი ძმებისა და დების რწმენას და მათთან ერთად იაროს ამ გზაზე.

ჩვენს დროში ვხედავთ ძალიან ბევრ უთანხმოებას, იარებს – სიძულვილით, ძალადობით, ცრურწმენით, განსხვავებულობის მიმართ შიშითა და ეკონომიკური პარადგიმებით გამოწვეულს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს დედამიწის რესურსებს და მარგინალიზებას უწევს ყველაზე უპოვრებს. ჩვენი მხრიდან, გვსურს, ვიყოთ ერთიანობისა და ძმობის ხელმშემწყობი“, – აღნიშნა რომის პაპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი