დღეს რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 18 მაისი 2025, 15:39

დღეს რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ვატიკანში განაცხადეს.

ვატიკანის ცნობით, საინაუგურაციო მესის შემდეგ რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას გამართავს.

დღეს რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. კერძოდ, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრება.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებიან, არიან ისრაელის, პერუსა და ნიგერიის პრეზიდენტები; იტალიის, კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები; გერმანიის კანცლერი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

გუშინ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვატიკანმა ძალიან კეთილშობილური შეთავაზება გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ფორმატის შეხვედრის მასპინძლობის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დავით ბაქრაძე: NGO-ების აშშ-ში ვიზიტისას, მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვებისას, რასაც ისაუბრებდნენ, გამექარწყლებინა - ეს იყო ძირითადად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ „ISFED”, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი ჰქონდათ
ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
არქივი