რომის პაპმა ეკლესიას ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 18 მაისი 2025, 16:59

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.

ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.

მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.

ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.

ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების განცხადებით, ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობა მემარცხენე ძალების დაფინანსებული ამბოხია
ვატო შაქარიშვილი - სამი დღის წინ თუ გაიტაცეს კოტე იოსელიანი და ბოკუჩავა რვა საათზე მეტ ხანს ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? ხელისგულზეა უნიჭო სპექტაკლი
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
შალვა პაპუაშვილი - ბიურომ მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა, თუმცა მათ შორის არ არიან ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის წევრები, რადგან მათი ხელმძღვანელობა არცერთმა დეპუტატმა არ ისურვა
მზია ამაღლობელი - თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!
არქივი