მიხეილ ყაველაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 18 მაისი 2025, 18:38

წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომში, ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მქონდა შესაძლებლობა, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დავსწრებოდი. შემდე მომეცა შესაძლებლობა, რომ მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე ხვალ მაქვს მასთან შეხვედრა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის. წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: წარსულში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიბერალური კონიუნქტურისთვის გაწეული ხარკი, წარსულს ბარდება და ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით ამის მაკონტროლებლები
მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ძირითადი პარამეტრი ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება - 2028 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა 130 მლრდ ლარამდე გაიზარდოს
ზაზა ლომინაძე - ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, სახელმწიფო ნარკოდანაშაულს ომს უცხადებს
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა
სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
არქივი