ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 18 მაისი 2025, 19:38

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი ცხრა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის (13-20 ივნისი) მოსამზადებლად გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი