ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 18 მაისი 2025, 19:40

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ რომის პაპ ლეო XIV-სთან მისი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში“.

„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პაპი მშვიდობის, იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში. მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.​​​​​​​​​​​​​​​​

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
რომის პაპი - სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში
არქივი