მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 18 მაისი 2025, 20:26

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას;

დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.

საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებსა და სხვებს, თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ
შსს უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა
მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ
მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
არქივი