ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 18 მაისი 2025, 22:44

2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში და ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

„უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო მისიებში ჩვენი ქვეყნის წვლილი, რაც მათემატიკურადაც დათვლადია. კერძოდ, ჩემს წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით მხოლოდ ავღანეთისა და ერაყის მისიებში. მაშინ, როდესაც ამერიკული რეალური დახმარება, რაც გაუწიეს ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუჯეტიდან, არის ბევრად ნაკლები ამ 2.5 მლრდ დოლარზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, თუ რას ვერ ჩავთვლით ჩვენ რეალურ დახმარებაში. ეს არის, პირველ რიგში, ის თანხები, რომლებიც ქვეყნის არევისთვის იხარჯებოდა ჩვენს ქვეყანაში USAID-ის, NED-ისა და სხვა ფონდების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არავითარი დახმარება. ასევე, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეკონომიკას წაეხმარა ამერიკული დახმარება. ეს იყო 2008-2011 წლები, როდესაც გადასარჩენი იყო სააკაშვილის რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც სწორედ Deep State-ის მეშვეობით დაიწყო 2008 წელს ომი საქართველოში. ეს ვერ ჩაითვლება დახმარებად, ვერც სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენა ჩაითვლება საქართველოს დახმარებად და ვერც არეულობის დაფინანსება NGO-ების, USAID-ის, NED-ის გავლით. ყველაფერი დანარჩენი რომ ავიღოთ, რომ გამოვაკლოთ ეს და დავტოვოთ ყველაფერი დანარჩენი, რეალური დახმარება ბევრად, მრავალჯერ ჩამორჩება იმ 2.5 მილიარდს, რაც ჩვენ დავუზოგეთ ამერიკულ მხარეს მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში ჩვენი მისიების მონაწილეობით. რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს საერთოდ არ ექვემდებარება არავითარ მათემატიკურ დათვლას, ჩვენ მსხვერპლი გავიღეთ, ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიღეს მსხვერპლი, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ამ მისიებში მონაწილეობას. 32 მამაცი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ამ მისიებში. ამის დაფასებაც არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ამ ფაქტებზე. სამართლიანობა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ჩვენ ვაყენებთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი