ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 18 მაისი 2025, 22:48

ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სწორედ USAID-ის, NED-ისა და სხვა ფონდების მეშვეობით.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
შალვა პაპუაშვილი - ბიურომ მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა, თუმცა მათ შორის არ არიან ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის წევრები, რადგან მათი ხელმძღვანელობა არცერთმა დეპუტატმა არ ისურვა
მზია ამაღლობელი - თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა
კოტე იოსელიანი - რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი კომპრომისი, რაც, მით უმეტეს, განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას
არქივი