ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 19 მაისი 2025, 07:22

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონმგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დავით ბაქრაძე: NGO-ების აშშ-ში ვიზიტისას, მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვებისას, რასაც ისაუბრებდნენ, გამექარწყლებინა - ეს იყო ძირითადად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ „ISFED”, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი ჰქონდათ
ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
ვაჟა მანია „რიყის ქონების“ გადაფორმებაზე: ნოტარიუსის, ნინო გინტურის, ბიუროში დაგვიბარეს, დაგხვდა პროკურატურის თანამშრომელი, რომელმაც აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარა, კომპანიის დირექტორს, პარტნიორებს, რომ ნოტარიუსთან ჭკუით მოქცეულიყვნენ
არქივი