პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 19 მაისი 2025, 07:50

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტიის "სამოქალაქო პლატფორმა" ლიდერი, რაფალ ტრჟასკოვსკი ხმების 30.8%-ით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილს

ნაციონალისტ ისტორიკოსს, კაროლ ნავროცკის კი - 29,1 პროცენტი აქვს, რაც ამ კანდიდატებს 1-ელ ივნისს მეორე ტურში გასვლის საშუალებას მისცემს.

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ძირითადად საგარეო პოლიტიკაზე იყო ფოკუსირებული, მათ შორის ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან პოლონეთის ურთიერთობაზე. თუმცა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალურმა საკითხებმაც.

ტრჟასკოვსკიმ აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო.

აღსანიშნავია, რომ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ (PiS), რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო ხშირად უთანხმოებაში იყო პოლონეთის დასავლელ მოკავშირეებთან და ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მან ძალაუფლება 2023 წელს დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი