პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 19 მაისი 2025, 10:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის, ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული ა.ბ., 1985 წელს დაბადებული ს.მ., 1969 წელს დაბადებული ი.შ. და წარსულში ნასამართლევები - 1980 წელს დაბადებული მ.ე. და 1982 წელს დაბადებული ი.ა. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 173-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
რომის პაპი - სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში
მეუფე შიო - ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი
არქივი