პუტინთან საუბრამდე, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 19 მაისი 2025, 10:54

ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრამდე გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილეს.

„აზრთა მიმოცვლა უშუალოდ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაგრძელდება“, - აღნიშნულია გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფან კორნელიუსის განცხადებაში.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერის კირ სტარმერის პრეს-სამსახურში დააზუსტეს, რომ ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის პრეზიდენტის საუბრის თემა იყო „სიტუაცია უკრაინაში და ომის კატასტროფული ფასი ორივე მხარისთვის“. ლიდერებმა განიხილეს ასევე სანქციების ამოქმედება, თუ რუსეთი არ გამოავლენს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებასადმი სერიოზულ ძალისხმევას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „ხვალ პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა სურს და ცეცხლის 30-დღიან უპირობო შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა და რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინა და ევროპა“.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს ჯერ რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს სატელეფონო საუბარს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, აჩვენა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას იმსახურებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე თავად და ტრამპი ისრაელის თავდაცვისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ
„სიენენი“ - აშშ-მა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა
არქივი