ვლადიმერ ბოჟაძე - ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით - როგორც ჩანს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს ფონდი „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 19 მაისი 2025, 12:42

ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს, ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი „იავნანას“ გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება და ამას ზოგიერთი მათგანი ადასტურებს.

ბოჟაძის შეფასებითვე, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობაზე არ საუბრობს, გარე დავალებებს ელოდება.

„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ცალკე მიიღებს მონაწილეობას თუ ერთიანად, ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ ვთხოვოთ მხარდაჭერა მოქალაქეებს და გავიმარჯვოთ ქართველ ხალხთან ერთად“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გარდა ამისა, ბოჟაძემ შეაფასა პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომელიც არჩევნების ტელეფონებით ჩატარების შესაძლებლობას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ხერხით ტექნიკურადაც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება და ხმების შეჯამება.

„ყველანაირი არჩევნები გამიგია, მაგრამ არა ტელეფონებით. როგორც ჩანს ბატონ პაატას [ბურჭულაძე] ფონდი “იავნანას” გამოცდილება აქვს და შესაძლოა, ზარიც ფასიანი გახადონ, თუმცა რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ და ვერ ექნება. ტექნიკურადაც წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის იდენტიფიცირება, ხმების შეჯამება და ა.შ. ამიტომ ყველას ვურჩევ, მოემზადონ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე ბოლო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ და ამავე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება 4 ოქტომბრის არჩევნებიც. რაც შეეხება მცდელობას, რომ არჩევნები ან არ ჩატარდეს და ან კენჭისყრის დღეს ხელი შეუშალონ, ეს კანონმდებლობით აკრძალულია, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და თუ ვინმე 4-ში საბოტაჟს, უბნის არ გახსნას ან არჩევნებში ხელის შეშლას შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს”, - განაცხადა ბოჟაძემ.

არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

„ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების” ქაღალდები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარო მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ზაზა გვიმრაძე - მთხოვდნენ, რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებას, რომ მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათ და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო - პირდაპირ მომთხოვეს დაადე ხელი მეუფეს და გიშვებთო
შალვა გოგოლაძე: UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ. ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ
არქივი