დავით ჭიჭინაძე 26 მაისის დარბევაზე: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 19 მაისი 2025, 13:09

ნონა გაფრინდაშვილის შვილი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს, რომელიც იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაციას უწოდებს.

„ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ“-აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, „ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ“. მისივე თქმით, ამ ოპერაციის „მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან“.

„ყველამ ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ა.შ., მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ახლა, წამებში ვრცელდება ინფორმაცია, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა, ნებსით თუ უნებლიედ თავისთვის ფიქრობდა, ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
რომის პაპი - სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში
არქივი