გია ბურჯანაძე: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 მაისი 2025, 14:15

„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები განიხილება.

გია ბურჯანაძე რამდენიმე ადამიანის შემთხვევას იხსენებს, რომლებიც 26 მაისის დარბევას შეეწირნენ.

„ჩემი ახლობლები, რამდენიმე ადამიანი სახელი და გვარებით შემიძლია გითხრათ, რომლებიც ცოტა ხანში გარდაიცვალნენ. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, [რომელმაც] უთხრა, მუცელში არ დამარტყათ, ღვიძლი მაქვს დაზიანებულიო. იმდენი ურტყეს მუცელში, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ასევე, ავთო მეტრეველი, იმდენი ურტყეს, რომ თვე ნახევარში გარდაიცვალა. ერთი კაცის სახელ და გვარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ ოჯახს არ სიამოვნებს, იმან თავი ჩამოიხრჩო 26 მაისიდან ერთ კვირაში. ესენიც მსხვერპლი იყვნენ. ეს რაც მე ვიცი იმიტომ, რომ ჩემი ნაცნობები იყვნენ და კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა?! თორემ სულიკო და ნიკუშა აღლუმი რომ ჩაატარეს იქ ჰყავდათ, ჯიხურის თავზე“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ქართული ოცნება“: საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო - კანონში არსებული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა” სიცრუეს ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა
შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
არქივი