ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 19 მაისი 2025, 15:18

დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებს იხსენებს.

როგორც ლუკა კურტანიძე აცხადებს, როდესაც თბილისის ცენტრალურ სამმართველოში მიიყვანეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

„ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ დავესაჯეთ, სახალხოდ, რომ ყველას ენახა როგორ [ანადგურებენ ცნობილ ადამიანებს]. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად [მითხრა] „შენ აქ რა გინდა“ და ეს ვიდეოშიც ჩანს, სპეცრაზმელს [ეუბნება] „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ.

დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, რომ გავერიდებინეთ, მაგრამ იმ ჯგუფმა, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც [პოლიციელებს] სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და სანამ რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლოს ანჯელესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
არქივი