ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 19 მაისი 2025, 16:42

ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნეს-სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით.

ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, კერძოდ - 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე. მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონის კლება შენარჩუნდება 2025 და 2026 წლებში, თუმცა უფრო დაბალი ტემპით. დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით.

საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წელს შემცირდა და შეადგინა 1.1%, რაც დაბალი იმპორტირებული ინფლაციისა და ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდა შენელდება, თუმცა 2025-2026 წლებში მაინც მზარდი დარჩება და 5-6%-ს შეადგენს. ანგარიში ამას ნაწილობრივ რუსეთ-უკრაინის ომით ხსნის. ამასთან, ზრდა შიდა მოთხოვნებით, განსაკუთრებით კი კერძო და სახელმწიფო მოხმარებით იქნება განპირობებული. მოსალოდნელია ასევე ინვესტიციების ზრდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი