დავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 19 მაისი 2025, 16:45

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ბლექ როკი“, რომელმაც ქართული ბანკების აქციები იყიდა, კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და მათ ხელში არსებულ ბიზნესს პოლიტკურ იარაღად იყენებენ.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა არის, რაც შემდეგ მმართველი გუნდის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი „ბლექ როქი“ არის, ორგანიზაცია რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში, ფინანსურ ტრანსაქციებს და მათ ხელში არსებულ ბიზნესს, პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. საქართველოსთან წინააღმდეგ „დიფ სთეითი“ ბრძოლის ახალ, ეკონომიკურ ეტაპზე გადავიდა, რადგან დაინახეს რომ პოლიტიკურმა შანტაჟმა არ იმუშავა.

საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში „ბლექ როქის“ ჩართვა ნიშნავს, რომ დღემდე არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე და გლობალური ძალების ახალი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა, რომლის ჩამოშლაც, მათ მთავრობაზე გაიყვანს.

საბედნიეროდ დღეს საქართველოდ ეკონომიკა, არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ჯანსაღი და წარმატებულია, მიკრო და მაკრო მაჩვენებლები ნორმაშია და მისი ჩამოშლა არ მოხდება!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ბლეიზ მეტრეველზე: ჩვენ თვალს ვადევნებთ არა სიმბოლურ დანიშვნას, არამედ თვით დაზვერვის ბუნების შეცვლას
ნიკოლოზ მეტრეველი ევროკავშირის ელჩს: ძვირფასო პაველ, ხშირად სტუმრობთ ადგილობრივ კაფეებს, ისევე როგორც მე და სინამდვილეში ხაჭაპურს გჩუქნიან კი არა, გამარჯობასაც ზრდილობისთვის გეუბნებიან, ხოლო, ზურგს უკან რასაც ფიქრობენ იმას ვერ გეტყვი
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვია სასჯელზე: თავად განსაჯეთ, რას ემსახურებოდა „შიგევროპული" ოპოზიციის ლიდერების კომისიაზე არგამოცხადება - ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ
ბაჩო ოდიშარია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე: „დიფ სთეითის“ წნეხი და გავლენები ეიზენჰაუერმა საკუთარ თავზე გამოცადა და ღიად გააფრთხილა მსოფლიო მისგან თავი დაეცვათ
ზურაბ ქადაგიძე: თემა აღარ აქვთ და ახალი „ფეიკი“ გამოაცხვეს, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა
არქივი