სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 19 მაისი 2025, 17:55

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ საუბარმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ კომისიის დღევანდელ სხდომას, კომისიამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

„დღეს რამდენჯერმე ახსენეს 1989 წლის 9 აპრილი. საბჭოთა მილიცია იყო მაშინ, არა პოლიცია, მაგრამ ქართველები იყვნენ და პატრიოტები იყვნენ და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადაეფარნენ, თვითონ იღებდნენ პირველ დარტყმებს და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ალბათ, შეიძლება უპრიანი იყოს, რომ სწორედ 9 აპრილის სიმბოლო, 9 აპრილის ძეგლი, სწორედ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც და მადლობა თითოეულ მათგანს,“ - განაცხადა სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი