დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 19 მაისი 2025, 18:31

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის მიწვევის წერილი რომის პაპს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გადასცა, რომელიც პაპის ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ თავადაც შეხვდა.

„ვიცე-პრეზიდენტმა პაპს გადასცა წერილი პრეზიდენტისა და პირველი ლედისგან, რომელშიც ისინი თბილ სურვილებს უგზავნიან და პაპს თეთრ სახლში იწვევენ, როგორც კი შესაძლებელი იქნება მისი ჩამოსვლა“, – განაცხადა ლივიტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი