მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 19 მაისი 2025, 20:20

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-თან შეხვედრა გამართა.  პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი