დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 19 მაისი 2025, 21:08

აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.

ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.

პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.

ასევე ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ანტონიუ გუტერეში - ირან-ისრაელის კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გააჩაღოს ცეცხლი, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარავინ შეძლებს
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ, შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ
სახალხო დამცველი - მივესალმებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით
არქივი