ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 19 მაისი 2025, 22:03

ახლახან დავასრულე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი - ვფიქრობ, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით.

„მოლაპარაკებების პირობებზე ორივე მხარე იმუშავებს, როგორც ეს ბუნებრივია, რადგან მათ იციან მოლაპარაკებების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობი იქნება. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. რომ არა, ამას ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება და მე ვეთანხმები ამას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„რუსეთისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს შექმნას სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის კოლოსალური რაოდენობა. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ უკვე ვაცნობე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი