ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 20 მაისი 2025, 00:54

იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

„აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, მე ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ ვმუშაობთ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის, რომელსაც შეუძლია, რაც შეიძლება მალე გამოიწვიოს ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა. ამ მხრივ რომის პაპის მზადყოფნა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს ვატიკანში, დადებითად შეფასდა. იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში​“, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
არქივი