ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 20 მაისი 2025, 15:35
წაგებული არჩევნების მერე მათ პირდაპირ დღის წესრიგს წარმოადგენს, რასაც ისინი მოურიდებლად პირდაპირ ეთერებში აცხადებენ, რომ რამენაირად ქვეყანაში მოახდინონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია და გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ევროკომისიაც ზუსტად იმავეს ადასტურებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რასაც ადასტურებს მსოფლიო ბანკი, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ჩვენ ყველაზე მზარდი ეკონომიკა გვაქვს ევროპაში, ეს ტემპი გრძელდება, მათ 2025 წლის პროგნოზიც დადეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროკომისიის ანგარიშის და საქართველოსთან დაკავშირებული პოზიტიური ეკონომიკური პროგნოზების მიუხედავად რადიკალური ოპოზიცია რიტორიკას არ ცვლის. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებში შენარჩუნდება. ასევე 2025 წლის პროგნოზის მიხედვით საქართველოს სხვა ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილ დადებით მაჩვენებლებზე თვალს ხუჭავს. წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციური ფლანგის მოსაზრებები ეკონომიკის რღვევასთან დაკავშირებით მოგონილია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი დანიშნა
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში დღეს კიდევ ორი პირი გამოიკითხება
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
არქივი