პუტინის თანაშემწის განცხადებით, 7 მაისს კრემლსა და წითელ მოედანზე ტერაქტები აღკვეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 20 მაისი 2025, 15:37
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ 7 მაისს კრემლის მიდამოებსა და წითელ მოედანზე ტერაქტები აღკვეთეს.

უშაკოვის თქმით, მომხდარის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს გუშინ სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.

როგორც უშაკოვი აღნიშნავს, რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში სამდღიანი ზავი გამოაცხადა. ამ სამი დღის განმავლობაში, 7 მაისიდან 9 მაისამდე უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 524 უპილოტო საფრენი აპარატი და Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.

„პრაქტიკულად ყველას ჩამოგდება მოხერხდა. მაშინვე იყო აღკვეთილი ტერაქტების საფრთხე დედაქალაქის ცენტრში, კრემლის მიდამოებსა და წითელ მოედანზე“, - განაცხადა უშაკოვმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ჯორჯიან ეარვეისი“ - 24 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, აჩვენა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას იმსახურებს
არქივი