23
20 მაისი 2025, 17:45

როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? -გირაოს გადახდა არ იქნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეს შეუძლია მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღესვე იმსჯელოს ან 7 ივნისის შემდეგ გადახედოს.
„თუ დღეს გირაოსთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება! თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ამასთან, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების მაგრამ მაინც. ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო? ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს იმიტომ, რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ?! ამას მე არ დავუშვებ. მე მოვიქცევი ისე როგორც მე ვფიქრობ, სხვები მოიქცნენ ისე როგორც თავად ფიქრობენ. საბოლოოდ საზოგადოება განსჯის"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა - ვადა 7 ივნისს ეწურება. გირაოა 20 000 ლარს შეადგენს
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |