უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 30 დოლარამდე უნდა შეამციროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 20 მაისი 2025, 18:40
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი ბარელზე 30 დოლარამდე უნდა შეამციროს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-17 პაკეტის ფარგლებს უნდა გასცდეს.

„რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი 30 დოლარი უნდა იყოს“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას, რადგან პუტინმა დაამტკიცა, რომ ომი სურს.

„პუტინი აგრძელებს ამ ომს - მას ომი სურს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. ევროპას სჭირდება სრული დიპლომატიური მობილიზაცია, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და აღადგინოს მშვიდობა კონტინენტზე“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
არქივი